ხარ თუ არა ინოვატორი?
თუ სიყვარული ვერტიკალურ და ბრუნვად მატერიად წარმოგვიდგენია, მაშინ ადამიანის მიერ ტექნოლოგიური სიახლეების მიღების უნარიც შეგვიძლია კოორდინატების უსასრულო სიბრტყეზე სიმეტრიულ მრუდად გამოვსახოთ, რომელზეც ყველანი ვეტევით. იპოვნე შენი თავი ტექნიკურ კოსმოსში.
პროცენტულად თქვენ ორჯერ უფრო ცოტანი ხართ დედამიწაზე, ვიდრე ცაციები, თუმცა თქვენს შორის შეიძლება ბევრი ცაციაა. თქვენ ხართ თვით პროგრესი, ტექნიკური სინათლის წყარო და საახლობლოს ნიკოლა ტესლა. 500 წლის წინ აუცილებლად განმწმენდ კოცონზე აღმოჩნდებოდით, რადგან ახლაც გაოცებული სახით უსმენენ თქვენს იდეებს. დაცინვას ვერ ბედავენ, რადგან “უცნაურ” აზრებს თქვენი შემოსავალი და სოციალური სტატუსი ამაგრებს. როცა დრო მოვა, ცაში პირველი აიჭრებით და მიწაზე იის თაიგულებს მოფანტავთ.
ჩვენ შენ გეძებდით და გიპოვნეთ. გთხოვ, დაგვეხმარე, რომ ერთად გავფრინდეთ. დააჭირე ღილაკს ქვემოთ.
თქვენ გარეშე ქრისტეფორეები არავინ იქნებოდნენ. თქვენ ხართ პირველი აღტაცება და მათი სინათლის შიკრიკი. თქვენ გენდობიან და არასოდეს ნანობენ ამის გამო. თქვენმა პრიუსმა (ან ნისან ლიფმა) მთელი სამეზობლო შთააგონა და ცოტა ხანში გადააგდებინა კიდეც უზარმაზარი ჯიპები. ახლა შეიძლება უკვე წითელ როდსტერში ზიხარ და ზიგი სტარდასტს ფანჯრიდან გადაყოფილ მარცხენა ხელის თითებს აყოლებ.
ჩვენ შენ გეძებდით და გიპოვნეთ. გთხოვ, დაგვეხმარე, რომ ერთად გავფრინდეთ. დააჭირე ღილაკს ქვემოთ.თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ, არჩევანში არასოდეს ცდებით, არც სიახლეებში ყრით ფულს, როცა პროდუქტი თქვენამდე მოდის, მისი ფასი უკვე დამჯდარია და შიშიც აღარაფრის გაქვს. არც არაფერს ჩამორჩებით. გაფრინდებიან თქვენი მეგობრები? მაშინვე მათთან ერთად გაფრინდებით თქვენც. ძალაც ერთობაშია და მხიარულებაც.
ასჯერ გაზომავთ, ერთხელ გაჭრით. ელიტოპოლისკენ მიმავალ ლიანდაგსაც არასოდეს გადაუხვევთ - ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს? თქვენნაირი საოცარი თვისებების ადამიანს მარტოს არავინ დატოვებს, თუ კარგ ადგილას წავლენ თქვენც აუცილებლად წაგიყვანენ, თუნდაც ეს ადგილი მარსი ან მისი მიმდებარე ასტეროიდების რგოლი იყოს. თუმცა როგორც დევიდ ბოუი იტყოდა მოგზაურობა არ არსებობს, რადგან ერთსადაიმავე დროს მივდივართ და მოვდივართ.
ახლის არ გჯერათ. თქვენი სკეპტიკურობა თქვენი ძალაა, ჩაყოლას კი ჩათრევას ამჯობინებთ, რადგან თქვენი პრინციპები თქვენი ციხესიმაგრეა. თქვენი საოცნებო ავტო სავარაუდოდ კადილაკ ესკალეიდია, საყვარელი სასმელი - ლაღიძის შოკოლადი ნაღებით, საყვარელი გუნდი - დინამო, ხოლო თქვენს მიერ კოსმოსში გაშვებული ათი კომპოზიციიდან ათივე ჩაკრულოა და აი ამიტომ გენაცვალეთ მაგ ქართულ სულში!